6.04.2023
6 აპრილს
წიგნის მოყვარულთა კლუბის შეხვედრაზე ხელმძღვანელი მოსწავლეებს ესაუბრა უოლტ დისნეის
შემოქმედებისა და დისნეილენდის შესახებ. საინტერესო
და მრავალფეროვანი ინფორმაციის გადაცემის შემდეგ შესთავაზა მეთოდი „ აზროვნების სამი სკამი“.
მოსწავლეებმა
შეძლეს მეთოდის გააზრება. ფანტაზიორებმა შექმნეს პერსონაჟი სკრიჩი, მისი საცხოვრებელი
გარემო და მეგობრები -ლურჯფეხსაცმელებიანი მგელი, მსუნაგი ყარყატი სქელო, ფუტკარი ზულიკო.
მათ კიდევ მრავალი იდეა ჰქონდათ, თუმცა რეალისტებმა სხვა კუთხით დაანახეს ჩანაფიქრი,
ხოლო კრიტიკოსებმა ზოგიერთი შეთავაზება დაიწუნეს. კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს შემდეგ
შეხვედრაზე ჯგუფებში ემუშავათ და მოეფიქრებინათ
მთავარი პერსონაჟის თავგადასავალი.
23.03.2023
აქტივობა |
აღწერა |
მიზანი |
რესურსი |
თარიღი |
1.გაზაფხული
2.ხალხური პოეზიის გაცნობა
|
კლუბის ხელმძღვანელი და წევრები რამდენიმე შეხვედრის
შემდეგ ერთად ასრულებენ ელექტრონულ წიგნს „გაზაფხული“
კლუბის წევრები შეთავაზებული
წიგნებიდან არჩევენ სასურველ ლექსს, რათა დაისწავლონ |
გაზაფხულის თვეების შესახებ უკვე შექმნილი საკუთარი
ტექსტების ელექტრონულ ფორმატში გადატანა
ქართული ხალხური პოეზიის გაცნობა |
სექმნილი მოთხრობები,
ბუკები
ხალხური პოეზიის ანთოლოგია |
23.03.2023 |
15.02,2023
წიგნის მოყვარულთა კლუბის რამდენიმე შეხვედრა დაეთმო
2023 წლის კალენდარზე მუშაობას. მისი შექმნის იდეა განაპირობა მათემატიკის სახელმძღვანელოში
მოცემულმა ამოცანებმა. მოსწავლეებმა გადაწყვიტეს საკუთარი ჩანაფიქრი ორიგინალური და
განსხვავებული ყოფილიყო. ამიტომ დაწერეს პატარა მოთხრობები, სადაც მთავარი პერსონაჟები
თვეები არიან. შექმნეს სიუჟეტური ნახატებიც, შეარჩიეს ფორმატი და ააწყეს კალენდარი.
მუშაობით კმაყოფილმა კლუბის წევრებმა საინფორმაციო ტექნოლოგიებით სწავლების გაკვეთილებზე
შეძენილი ცოდნის გამოვლენაც გადაწყვიტეს და დაწერილი მოთხრობებით ელექტრონული წიგნი
აწყობა დაიწყეს. ზამთრის მიწურულს, კლუბის
ხელმძღვანელის დახმარებით, წელიწადის სწორედ
ამ დროს მიუძღვნეს ელექტრონული წიგნი.
5.02.2023
აქტივობა |
აღწერა |
მიზანი |
რესურსი |
თარიღი |
1.საბავშვო წიგნების გამოფენა 2. კითხვა ყველასთვის
3. თამაში „შეეხე, შეარჩიე, გამოიცანი “
4.მოვიფიქროთ მოთხრობა. |
კლიბის წევრები ხელმძღვანელტან ერთად კლასში აწყობენ
გამოფენას უფროსებთან ერთად არჩევენ წიგნებს და ხმამაღლა კითხულობენ აუდიტორიის წინაშე. ორ რიგად მოწყობილი ჯგუფის წევრები ხელის შეხებით
მოიპოვებენ იდუმალი ყუთიდან საგნის შერჩევის და ამოცნობის უფლებას. იდუმალი ყუთიდან ამოღებული რამდენიმე სასურველი საგნის შერჩევის შემდეგ ქმნიან მოთხრობებს, რომელთა პერსონაჟებიც შერჩეული საგნები არიან. |
სხვადასხვა ჟანრის წიგნების გაცნობა, გემოვნების ჩამოყალიბება გაწაფული კითხვის ჩვევის განმტკიცება, მოსმენის კულტურის განვითარება თანამშრომლობითი უნარების განვითარება.
მცირე ზომის სასაურველი ჟანრის ნაწარმოების შექმნა. |
ასაკის შესაბამისი წიგნები
„იდუმალი ყუთი“ , სვადასხვა საგნები
|
2.02.2023 |
20.01.2023
აქტივობა |
აღწერა |
მიზანი |
რესურსი |
თარიღი |
1.გადმოცემის
მრავალფეროვნება
2. აფიშა
3.
წელიწადის 12 თვე |
კლუბის
ხელმძღვანელი და წევრები მსჯელობენ თუ რატომ ხდება საზოგადოების ფართო მასებში ერთი
და იგივე ნაწარმოების სხვადასხვა ფორმით მიწოდება
მოსწავლეები ქმნიან და წარმოადგენენ აფიშას
კლუბის
წევრები საუბრობენ წელიწადის დროებსა და თვეებზე და შეთავაზებული მეთოდიტ ცდილობენ
მოთხრობის შექმნას. |
ნაწარმოებებეის
და კერძო ზღაპრის „მაკნატუნა და თაგვების
მეფე“ სხვადასხვა ფორმების (ანიმაცია, ფილმი, სპექტაკლი, ბალეტი) გაცნობა, შემოქმედებით
ღირებულებებზე მსჯელობა
აფიშის
დანიშნულების გაცნობიერება და შექმნა აუცილებელი დეტალების გათვალისწინებით.
მეთოდის მორფოლოგიური მატრიცა“ საშუალებით მცირე ზომის მოთხრობების შექმნა.
|
მოსწავლეების
ნამუშევრები
მასწავლებლის მიერ შექმნილი „მორფოლოგიური მატრიცა“, მოსწავლეთა ნამუშევრები |
18.01
2023 |
15.12.2022
აქტივობა |
აღწერა |
მიზანი |
რესურსი |
თარიღი |
1.მე
წავიკითხე
2.
ჩემი სათქმელი
3.
უკვე ზამთარია |
კლუბის წევრები საუბრობენ ბოლო პერიოდში წაკითხულ წიგნებზე და დასახელებას ათავსებენ კლასში გამოყოფილ შესაბამის რესურსზე. მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარი ინტერპრეტაციით შესრულებულ იგავებს და საუბრობენ მთავარ სათქმელზე. კლუბის წევრები ერთობლივი წერის მეთოდით ქმნიან თემატურ თხზულებას და მუშაობენ დეკორაციებზე. |
მეტყველების,
მსჯელობის განვითარება
შემოქმედებითი, ფანტაზიის უნარის განვითარება ერთობლივი
წერა, პრაქტიკული მუშაობა |
სურათი
„წიგნების სამყარო“
მოსწავლეების ნამუშევრები
დეკორაციების შესაქმნელად საჭირო მასალა |
15.12.2022 |
2.12.2022
აქტივობა |
აღწერა |
მიზანი |
რესურსი |
თარიღი |
1.წაკითხული წიგნების განხილვა
2.იგავ-არაკების ავტორების გაცნობა
3.იგავების კითხვა, ჩვენება
3.შემაჯამებელი თამაში |
წევრები საუბრობენ ბიბლიოთეკიდან გამოტანილი უკვე
წაკითხული წიგნების შესახებ. პასუხობენ კითხვებს. შემდეგ კლასში „წიგნის მოყვარულთა
კლუბის“ კუთხეში არსებულ ნახატზე „ათავსებენ“ წაკითხული წიგნებს. კლუბის ხელმძღვანელი ესაუბრება წევრებს იგავ-არაკების არსისა და მნიშვნელობის შესახებ. სლაიდის საშუალებით აცნობს იგავების ცნობილი ავტორების შემოქმედებას.
კლუბის წარმომადგენლები ირჩევენიგავების გაცნობის სასურველ ფორმას, ეცნობიან და გამოაქვთ დასკვნები.
მიღებული ინფორმაციის შესახებ პასუხობენ ხელმძღვანელის მიერ დასმულ შეკითხვებს, დადებითი პასუხის შემთხვევაში დგებიან მწვანე X-თან, უარყოფით პასუხზე-წითელთან.
|
თხრობისა და მსჯელობის უნარის განვითარება
ინფორმაციის მიწოდება, აღქმა დამახსოვრება
სასწავლო გაჩერებების მეთოდით იგავ-არაკთა გაცნობა,
გააზრება, ანალიზი |
სლაიდი
ანიმაცია „ლომი და კატა“ იგავ-არაკების წიგნები |
2.12.2022 |
24.11.2022
აქტივობა |
აღწერა |
მიზანი |
რესურსი |
თარიღი |
1.მე წავიკითხე...
2.ბავშვების საყვარელი მწერალი
|
კლუბის წევრები საუბრობენ ბიბლიოთეკიდან
გამოტანილი წიგნების შესახებ.
კლუბის ხელმძღვანელი საუბრობს ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაზე,
წევრები იხსენებენ, ამბობენ, კითხულობენ ნაწარმოებებს მისი შემოქმედებიდან. |
ლიტერატურის გაცნობა
ნოდარ დუმბაძის შემოქმედების გაცნობა |
სხვადასხვა წიგნები
ნოდარ დუმბაძის საბავშვო წიგნები.
|
24.11.2022 |
18.11.2022
აქტივობა |
აღწერა |
მიზანი |
რესურსი |
თარიღი |
1.ბიბლიოთეკაში ქცევის წესები
2.ვიზიტი ბიბლიოთეკაში
|
კლუბის ხელმძღვანელი წევრებს ესაუბრება ბიბლიოთეკის
დანიშნულებისა და მნიშვნელობის შესახებ.
ხდება ბიბლიოთეკაში ქცევის წესების შემუშავება.
სტუმრობა სოფლის ბიბლიოთეკაში
|
ბიბლიოთეკის, როლის
გააზრება. მსჯელობის უნარის განვითარება
ბიბლიოთეკის სპეციფიკის გაცნობა, წიგნების წასაკითხად
შერჩევა |
ფერადი ფანქრები, ფერადი ფურცლები, მაკრატელი, დაფა, შექმნილი
წესები
|
18.11.2022 |
10.11.2022
აქტივობა |
აღწერა |
მიზანი |
რესურსი |
თარიღი |
1.საყვარელი წიგნის პრეზენტაცია
2.წიგნის ყდის დამზადება
3.ნახე და დაიმახსოვრე
4.გავიგოთ უფრო მეტი
5.ავაწყოთ ტექსტი
6.დავალება |
კლუბის წევრები წარმოადგენენ მათთვის საყვარელ წიგნებს და საუბრობენ ავტორის, პერსონაჟების, სიუჟეტის და ა.შ. შესახებ. სხვადასხვა მასალით კლუბის წევრები ამზადებენ წიგნის ყდას კლუბის ხელმძღვანელი აჩვენებს ვიდეო რესურსს კლუბის ხელმძღვანელი წევრებს სთავაზობს დამატებით აქტივობას - დონალდ
ბისეტის ტექსტის „პაწაწინა პინგვინი“ მოსმენა, ანალიზი
კლუბის ხელმძღვანელი არიგებს მოსმენილი ტექსტის ადაპტირებული ვერსიის წინასწარ გამზადებულ პატარა მონაკვეთებს
|
აზრის გადმოცემის, მსჯელობის, პრეზენტაციის უნარის განვითარება
შემოქმედებითი უნარის განვითარება
პინგვინის შესახებ ვიზუალური მასალის ნახვა/დამახსოვრება
ტექსტის მოსმენა, გარემოსა და პერსონაჟებზე მსჯელობა, წაკითხული ტექსტის ადაპტირებული ვერსიის წაკითხვა, აწყობა
პინგვინის ხატვა |
კლუბის წევრების საყვარელი წიგნები
ფერადი ფანქრები, ფერადი ფურცლები, მუყაო, წებო, მაკრატელი
https://www.youtube.com/watch?v=Tcx6YyXvvRI https://www.youtube.com/watch?v=WCSXu6ET46s
დონალდ ბისეტის ტექსტის „პაწაწინა პინგვინი“
ფურცლებზე დაწერილი ტექსტი
https://www.youtube.com/watch?v=9eoETSzhuj0
|
10.10.2022 |
პირველი შეხვედრა
აქტივობა |
აღწერა |
მიზანი |
რესურსი |
დრო |
1.კლუბის ლოგოს, სლოგანის წარდგენა 2.კლუბის სამუშაო გეგმა 3. ჩვენი შეხვედრები 4 რას ნიშნავს კარგი მკითხველი? 5. რა მინდა მე 5. შეფასება |
კლუბის ხელმძღვანელი წევრებს აჩვენებს მომზადებულ ლოგოსა და სლოგანს კლუბის ხელმძღვანელი წევრებს აცნობს წინასწარ შემუშავებულ წლიურ გეგმას კლუბის წევრები არჩევენ კვირის ერთ დღეს შეხვედრებისათვის წევრები მსჯელობენ როგორ გახდე კარგი მკითხველი,ეცნობიან ინტერნეტრესურსს წევრები საკუთარი სურვილით წარმოადგენენ საყვარელ წიგნს. არჩევენ დამატებით აქტივობას
შესასრულებლად. |
კლუბის ლოგოსა და სლოგანის შერჩევა დამტკიცება შეხვედრების განრიგის დადგენა მსჯელობა, საკუთარი აზრის დაფიქსირება აზრის გამოხატვა, პრაქტიკული სამუშაოს შესრულება შეხვედრის შეჯამება |
ლოგოსა და სლოგანის სურათი დაწყებითი კლასის მასწავლებლის მეგზური წევრების მიერ წარმოდგენილი საყვარელი წიგნი, დამზადებული ნამუშევრები „ემოციების სკივრში“ |
3. X .2022 |
Comments
Post a Comment