წესდება

წიგნის მოყვარულთა კლუბის წესდება 
 1. მკითხველთა კლუბის სტატუსი
 1.1 „წიგნის მოყვარულთა კლუბი“ არის სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბებული ორგანიზაცია, საერთო ინტერესებისა და მოტივაციების მქონე მოსწავლეთა გაერთიანება. აქვს საგანმანათლებლო ხასიათი. „წიგნის მოყვარულთა კლუბი“ არის კაჭრეთის საჯარო სკოლის ბაზაზე, ჩამოყალიბებული ორგანიზაცია, რომელიც მდებარეობს სკოლის მეორე კორპუსში (სოფელი ნანიანი). ორგანიზაცია წარმოადგენს საერთო ინტერესებისა და მოტივაციების მქონე მოსწავლეთა გაერთიანებას. „წიგნის მოყვარულთა კლუბის“ წევრი შეიძლება გახდეს კაჭრეთის საჯარო სკოლის IIIბ – IVბ მოსწავლეები, ისინი უნდა გაეცნონ წესდებასა და სამოქმედო გეგმას, მონაწილეობა მიიღონ მის ყოველდღიურ საქმიანობაში. 
1.2. კლუბი მუშაობას წარმართავს ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით;
1.3. კლუბი იქმნება სკოლის სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის კონტროლს ახორციელებს დირექცია და სამეურვეო საბჭო, განათლების სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
1.4. კლუბს აქვს წესდება, ლოგო, სლოგანი, ვებ–გვერდი; 

 2. მიზნები, ფუნქციები , საქმიანობა 
2.1 კლუბის მიზნებია:
 • წიგნიერების განვითარება;
 • მოსწავლის აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბება; 
• საბავშვო ლიტერატურასთან ზიარება;
 • მოსმენის კულტურის, აზრის გამოხატვის უნარ-ჩვევების,ზეპირმეტყველების უნარის განვითარება;
 • ინფორმაციისა და საკუთარი აზრის წერილობითი გადმოცემების უნარის განვითარება; 
• ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარის გამოვლენა-განვითარება;
 • სოციალური კომუნიკაციის უნარების განვითარება;
 2.2 კლუბი გეგმავს: 
• ვიზიტებს სოფლის ბიბლიოთებაში;
• წაკითხული წიგნების განხილვას;
 • დისკუსიებისა და ვიქტორინის მოწყობას; 
• შერჩეული ტექსტის ინსცენირებას; 
 2.3 მკითხველთა კლუბის ამოცანებია:
 • შიყვარონ წიგნი 
• ირწმუნონ, რომ კითხვა საინტერესო და აუცილებელი პროცესია; 
• თავისუფლად გაიგონ, გაიაზრონ და გაანალიზონ ნებისმიერი ტექსტი;
 • გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი, გაიგონ სიტყვების მნიშვნელობა სხვადასხვა კონტექსტში;
 • იაზროვნონ კრიტიკულად და თავისუფლად დასვან კითხვები; 
• გამოხატონ საკუთარი ემოციები და განწყობა;
 • ლოგიკურად ჩამოაყალიბონ და საკუთარი აზრი გამოთქვან წაკითხულთან დაკავშირებით;
 • დააკავშირონ წაკითხული რეალობასთან, საკუთარ გამოცდილებასთან;
 • გამოიტანონ დასკვნა საკუთარი ცოდნისა და ტექსტში მოცემული ფაქტების დაკავშირების საფუძველზე; 

 3. კლუბში გაწევრიანება 
3.1 კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია. 
3.2 სამიზნე ჯგუფი სკოლის IIIბ – IVბ მოსწავლეები 
3.3 მოსწავლეთა რაოდენობა მინიმუმ 8 
3.4 კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბის კურატორ მასწავლებელს და მისმა მშობელმა შეავსოს განცხადების ფორმა 
3.5 კლუბის თითოეულ წევრს აქვს უფლება ფლობდეს კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას 
 3.6 კლუბის თითოეულ წევრი ვალდებულია ჩაერთოს კლუბის ყველა საქმიანობაში
 3.7 კლუბის წევრს შეუძლია დატოვოს კლუბი საკუთარი განცხადების საფუძველზე ან იმ შემთხვევაში თუ დაარღვევს კლუბის წესდებით გათვალისწინებულ პუნქტებს;

 4. კლუბის წევრთა უფლება–მოვალეობანი: 
 4.1 კლუბის წევრ მოსწავლეთა უფლებები განისაზღვრება „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით.
 4.2 კლუბის წევრებს თავიანთი უფლებებისა დათავისუფლებების დასაცავად შეუძლიათ გაასაჩივრონ სკოლის ან მასწავლებლის არასწორი ქმედებები.
 4.3 სკოლა ვალდებულია მომჩივანს მისცეს საჩივრის განხილვის საშუალება. 
 4.4 კლუბის წევრს ევალება: იყოს კორექტული, ორგანიზებული, პატივი სცეს სხვის ნააზრევს. შეასრულოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 5. კლუბის სტრუქტურა
 კლუბის სტრუქტურა: მოსწავლეები, ლიდერი მოსწავლე, კურატორი მასწავლებელი, მშობლები. 
5.1 მოსწავლეები სკოლის IIIბ – IVბ მოსწავლეები 
5.2 ლიდერი მოსწავლე არჩეულია მოსწავლეთა უმრავლესობით, ერთი წლის ვადით. ხელმძღვანელობს, ორგანიზებას უწევს კლუბის საქმიანობას, ეხმარება კურატორ მასწავლებელს, ანგარიშვალდებულია კლუბის წევრთა წინაშე.
5.3 კლუბის კურატორი მასწავლებელი არის სკოლის პედაგოგი, მისი კურატორობა არჩევითი აქტივობაა, ლიდერ მოსწავლესთან ერთად, ერთი წლის განმავლობაში, ხელმძღვანელობს კლუბს, ერთვება მის საქმიანობაში, სხვადასხვა ეტაპზე. 
5.4 დამხმარე მშობელთა ჯგუფი ერთი წლის განმავლობაში, საჭიროებისამებრ, ეხმარება ლიდერ მოსწავლესა და კურატორ მასწავლებელს, საკლუბო მუშაობის წარმართვაში. დამხმარე მშობელთა ჯგუფის წარმომადგენელთა შვილები კლუბის აქტიური წევრები არიან. 

 6. კლუბის წევრთა ფუნქციები 
 6.1 ლიდერი მოსწავლის ფუნქციები: ა) აკონტროლებს კლუბის საქმიანობას; ბ) კურატორ მასწავლებელთან ერთად ატარებს სამუშაო შეხვედრებს, კლუბის წევრებთან; გ) ორგანიზებას უწევს საკლუბო მუშაობის საქმიანობის ამსახველი ფოტო–ვიდეო და ბეჭდური მასალების სოციალურ ქსელში განთავსებას, კურატორ მასწავლებელთან ერთად; დ) საჭირო ინფორმაციებს აწვდის კლუბის წევრებს. 
 6.2 კლუბის კურატორი მასწავლებლის ფუნქციები: წლის განმავლობაში წარმართავს საკლუბო მუშაობას საკლუბო მუშაობის დაწყებამდე სკოლის ვებ– გვერდზე/სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე/პირად ბლოგზე განათავსებს:
• კლუბის სახელწოდება და შესაბამისი ატრიბუტიკა; 
• კლუბის წესდება; 
• კლუბის სამუშაო გეგმა; 
• განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის. საკლუბო მუშაობის პერიოდში: სკოლის ვებ–გვერდზე ან სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე, ან პერსონალურ გვერდზე, ეტაპობრივად ატვირთავს:
 • საკლუბო აქტივობების ამსახველ ფოტო ან ვიდეომასალას. საკლუბო მუშაობის დასრულებისას: წარმოადგენს:
 • რეფლექსიას საკლუბო მუშაობაზე 
ა) მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა;
 ბ)რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად; რომელი ვერ განხორციელდა და რატომ; 
გ)რომელ კომპონენტში იყო საკლუბო მუშაობა ყველაზე წარმატებული და რატომ; 
დ)რა სარგებელი მიიღეს კლუბში გაწევრიანებულმა მოსწავლეებმა; 
ე)რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ;
 ვ)მოხდა თუ არა მუშაობის პროცესში აქტივობების დამატება და ან მოდიფიცირება და რატომ; 
ზ)რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავსი საქმიანობის განხორციელებისას. 
6.4 დამხმარე მშობელთა ჯგუფი კლუბის მუშაობის პერიოდში მშობლები თანამშრომლობენ კურატორ მასწავლებელთან, შეუძლიათ მისაღები იდეების შენთხვევაში ცვლილება შეიტანონ კლუბის სამოქმედო გეგმაში.

 7.საკლუბო მუშაობის პერიოდი
კლუბის მუშაობა განხორციელდება 2022-23 სასწავლო წლის ნოემბრიდან. მუშაობის განრიგი და სამოქმედო გეგმა დამტკიცდება კლუბის წევრებისა და კურატორი მასწავლებლის გადაწყვეტილებით პირველივე შეხვედრაზე.

Comments