წაკითხული წიგნების განხილვით დაიწყო წიგნის მოყვარულთა კლუბის შეხვედრა. შემდეგ  საკლასო ოთახში კლუბისთვის გამოყოფილ კუთხეში შეავსეს „წიგნების თარო“. სასწავლო გაჩერებების მეთოდით შეარჩიეს იგავების გაცნობის სასურველი ფორმა. მოისმინეს, ნახეს და წაიკითხეს ნაწარმოებები  მსოფლიოს ცნობილი მეიგავეების შემოქმედებიდან. იმსჯელეს რა მოეწონათ, რომელი თვისება არის მიუღებელი. შეხვედრა დამთავრდა მხიარული თამაშით „წითელი და მწვანე X“.


Comments