გაიმართა „წიგნის მოყვარულთა“ კლუბის მორიგი შეხვედრა,
რომელიც მიმართული იყო მსჯელობის, შემოქმედებითი
და ფანტაზიის უნარების განვითარებისკენ. მოსწავლეებმა
·
ისაუბრეს ბოლო პერიოდში წაკითხულ წიგნებზე და დასახელება
მოათავსეს კლასში გამოყოფილ რესურსზე „წიგნების სამყარო“.
·
წარმოადგინეს საკუთარი ინტერპრეტაციით შესრულებული იგავები
და აღნიშნეს ნაწარმოების მთავარი სათქმელი.
·
ერთობლივი წერის მეთოდით შექმნეს თემატური თხზულება
„დეკემბერი“
·
იმუშავეს საახალწლო დეკორაციებზე.
Comments
Post a Comment