18 იანვარს გაიმართა „წიგნის მოყვარულთა კლუბის“ შეხვედრა. კლუბის ხელმძღვანელის მიერ ჩატარებული მინი ლექციის „გადმოცემის მრავალფეროვნება“ შემდეგ გაიმართა მსჯელობა თუ, რატომ ხდება საზოგადოების ფართო მასებისათვის ერთი და იგივე ნაწარმოების სხვადასხვა ფორმით მიწოდება. განიხილეს კონკრეტული მაგალითიცგერმანელი მწერლის, ჰოფმანის ზღაპარი „მაკნატუნა და თაგვების მეფე“. ამ ნაწარმოების სხვადასხვა ვერსიის (ანიმაცია, ფილმი, სპექტაკლი, ბალეტი) გაცნობის შემდეგ შექმნეს აფიშა.
შეხვედრის დასასრულს მეთოდის „მორფოლოგიური მატრიცა“ გამოყენებით დაწერეს მცირე ზომის თემატური მოთხრობები „წელიწადის თორმეტი თვე“. შექმნეს ნახატები.
Comments
Post a Comment