16.02.2023
წიგნის
მოყვარულთა კლუბის რამდენიმე შეხვედრა დაეთმო 2023 წლის კალენდარზე მუშაობას. მისი
შექმნის იდეა განაპირობა მათემატიკის სახელმძღვანელოში მოცემულმა ამოცანებმა. მოსწავლეებმა
გადაწყვიტეს საკუთარი ჩანაფიქრი ორიგინალური და განსხვავებული ყოფილიყო. ამიტომ დაწერეს
პატარა მოთხრობები, სადაც მთავარი პერსონაჟები თვეები არიან. შექმნეს სიუჟეტური ნახატებიც,
შეარჩიეს ფორმატი და ააწყეს კალენდარი. მუშაობით კმაყოფილმა კლუბის წევრებმა საინფორმაციო
ტექნოლოგიებით სწავლების გაკვეთილებზე შეძენილი ცოდნის გამოვლენაც გადაწყვიტეს და დაწერილი
მოთხრობებით ელექტრონული წიგნი აწყობა დაიწყეს. ზამთრის მიწურულს, კლუბის ხელმძღვანელის დახმარებით, წელიწადის სწორედ ამ დროს მიუძღვნეს ელექტრონული
წიგნი.
Comments
Post a Comment