6 აპრილს წიგნის მოყვარულთა კლუბის შეხვედრაზე ხელმძღვანელი
მოსწავლეებს ესაუბრა უოლტ დისნეის შემოქმედებისა და დისნეილენდის შესახებ. საინტერესო და მრავალფეროვანი
ინფორმაციის გადაცემის შემდეგ შესთავაზა მეთოდი
„ აზროვნების სამი სკამი“.
მოსწავლეებმა შეძლეს მეთოდის გააზრება. ფანტაზიორებმა
შექმნეს პერსონაჟი სკრიჩი, მისი საცხოვრებელი გარემო და მეგობრები -ლურჯფეხსაცმელებიანი
მგელი, მსუნაგი ყარყატი სქელო, ფუტკარი ზულიკო. მათ კიდევ მრავალი იდეა ჰქონდათ, თუმცა
რეალისტებმა სხვა კუთხით დაანახეს ჩანაფიქრი, ხოლო კრიტიკოსებმა ზოგიერთი შეთავაზება
დაიწუნეს. კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს შემდეგ შეხვედრაზე ჯგუფებში ემუშავათ და მოეფიქრებინათ მთავარი პერსონაჟის თავგადასავალი.
Comments
Post a Comment